რით არის მავნებელი იაფფასიანი ჩაი ერთჯერად პაკეტებში?


1fd6cd099a2ec6f8832bed59102f404cოდესმე დაფიქრებულხართ, რა ზიანის მიყენება შეუძლია ორგანიზმისთვის იაფფასიან ჩაის ერთჯერად პაკეტებში?

დერბის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაის სხვადასხვა სახეობის სარგებლიანობა და მავნებლობა შეისწავლეს. განსაკუთრებული ყურადღება მათ ერთჯერად პაკეტებში მოთავსებულ იაფფასიან ჩაის მიაქციეს. აღმოჩნდა, რომ მისი ყიდვა საერთოდაც არ ღირს.

სპეციალისტებმა გააანალიზეს ამ სასმელში შემავალი ნივთიერებების კონცენტრაცია. აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ბევრ ფტორს შეიცავს.

ასე მაგალითად, თუ ზრდასრული ადამიანის მიერ ფტორის მიღების ყოველდღიური ნორმა 3-4 მილიგრამია, მაშინ იაფფასიან ჩაის პაკეტებში ეს ნორმა 75-120%-ია (ერთი ლიტრი ჩაი 6 მილიგრამ ფტორს შეიცავს).

ამ ქიმიური ნივთიერების ასეთი მაღალი შემცველობა იმით აიხსნება, რომ ჩაი ზრდასთან ერთად ფტორის რაოდენობასაც აგროვებს. ასე რომ, ძველ ფოთლებში ის ყველაზე მეტია. იაფფასიანი ჩაის წარმოებისთვის კი სწორედ ასეთი ფოთლები გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ფტორის გადაჭარბებული ნორმა ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს: ტკივილს სახსრებში, კუნთების მოდუნებას, ოსტეოპოროზს, კბილის ქსოვილების დაშლას, თირკმელების დაავადებებს და კიბოსაც კი, – წერს The Daily Mail.

 

This entry was posted in ჯამრთელობა. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი